ნიკოლო პაგანინი
ბიოგრაფია
ნიკოლო პაგანინი დაიბადა 1782 წლის 27 ოქტომბერს და გარდაიცვალა 1840 წლის 27 მაისს. იტალიეი მევიოლინე, გიტარისტი და კომპოზიტორი, განთქმული ვიოლინოს ერთ სიმზე დაკვრით. მისმა „24 კაპრიზმა“ გავლენა იქონია ბრამსის, რახმანინოვისა და ლისტის მუსიკაზე.
ბავშვობა და ადრეული კარიერა
ნიკოლო პაგანინი დაიბადა იტალიის ქალაქ გენუაში, ღარიბ ოჯახში. ის იყო ანტონიო და ტერეზა პაგანინის მესამე შვილი. მამამისი ანტონიო კაზინოში თამაშობდა და ოჯახის ბოლო ფულს ხარჯავდა. ფულს ის მანდოლინაზე დაკვრით იღებდა. 5 წლის ასაკში ნიკოლო პაგანინმაც დაიწყო მანდოლინაზე დაკვრა. მისი მასწავლებელი მამამისი იყო, ხოლო შვიდი წლიდან ვიოლინოზე დაკვრის სწავლას შეუდგა. ნიკოლო მალე დაეუფლა ამ ინსტრუმენტს. ბავშვობიდანვე გადიოდა კონცერტებზე რის შედეგადაც მამამისმა საკმაოდ ბევრი ფული იშოვა.
ახალგაზრდა ნიკოლოს პირველი მასწავლებლები იყვნენ ჯოოვანი სერვეტო და ჯიაკომო კოსტა, მაგრამ მისმა ტექნიკამ მალევე გაუსწო მასწავლებლების ტექნიკას. მამამისმა ნიკოლო პარმაში წაიყვანა რათა განთქმულ მევიოლინე ალექსანდრო როლასთან ესწავლებინა, მაგრამ როცა მევიოლინემ ნიკოლოს დაკრული მოისმინა, ურჩია ფერდინანდო პაერთან წასულიყო სასწავლებლად.
პაგანინის ვიოლინო
2005 წლის პირველ ნოემბერს კარლო ბერგონცის ვიოლინო, რომელიც ეკუთნოდა ნიკოლო პაგანინს, ლონდონის აუქციონზე "Sotheby's " 1,1 მილიონ დოლარად (საწყისი ფასი იყო 500 000 დოლარი) სავიოლინო ხელოვნების ფონდის წარმომადგენელმა - მაქსიმ ვიტოროვმა შეისყიდა. მყიდველმა განაცხადა, რომ ეს ინსტრუმენტი აუცილებლად აჟღერდებოდა 2005 წლის პირველ დეკემბერს მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, მოსკოვის პაგანინის საერთაშორისო კონკურსზე. ეს ვიოლინო არის ერთ-ერთი კარლო ბერგოცის 50 დღემდე შემორჩენილი ნამუშევრიდან.
Comments
Post a Comment