სამსონ ფირცხალავა |
სამსონ ფირცხალავა დაიბადა 1872 წელს ქუთაისის , სოფელ მათხოჯში, გლეხის ოჯახში. პირველად სწავლობდა ხონის ნორმალურ სკოლაში, შემდეგ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, ხოლო უნივერსიტეტი-პეტერბურგისა იურიდიული ფაკულტეტი-დაასრულა 1898 წელს. ცოტა ხნით მსახურობდა ქუთაისის სახაზინო პალატაში და ჭიათურაში, ერთი მრეწველის კანტორაში. თბილისში გადმოვიდა 1901 წელს, იყო გაზეთის კორექტორად. 1902 წელს აირჩიეს წ. კ. საზოგადოების მდივნად და ამ ამ თანამდებობაზე დარჩა 1910 წლამდე, მწერლობა სისტემატურად დაიწყო გაზეთ „ივერიაში“ 1901 წლის 29 დეკემბერს. მანამდე დაბეწდილი ქონდა რამდენიმე წერილი „კვალში“ თეატრის შესახებ და ჭიათურის შთაბეჭდილებანი. 192 წლის 14 აპრილიდან გახდა „ცნობის ფურცლის“ მუდმივი თანამშრომელი და ამ დღიდან იღებდა ახლობელ მონაწილეობას სოფ. ფედერ. პარტიის საპოლიტიკო და სამწერლო მუშაობაში. იგი ციხესი იჯდა სამჯერ: სტუდენტობის დროს, 1906 და 1910 წელს. ამ წლის დეკემბერშივე გადაასახლეს რუსეთში საიდანაც 1913 წელს დაბრუნდა.
წყარო:საქართველოს ეროვნული არქივი.
Comments
Post a Comment